დასანანია, რომ ჩვენი საუკეთესო პარტნიორთა ნაწილი საერთაშორისო დონეზე ამ ყველაფერს ვერ ხედავდა ან უბრალოდ, პოლიტიკურად ქარაფშუტული ვარაუდით ცდილობდა, რომ მიეცათ კიდევ ავანსად შანსი ხელისუფლებისთვის, – “ახალის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ინტერესის საგანი არა ევროპა, არამედ რუსეთია.
“სამწუხაროდ, დღემდე ის მოცემულობა მივიღეთ, რაც არის. დასანანია, რომ ჩვენი საუკეთესო პარტნიორთა ნაწილი საერთაშორისო დონეზე ამ ყველაფერს ვერ ხედავდა ან უბრალოდ, პოლიტიკურად ქარაფშუტული ვარაუდით ცდილობდა, რომ მიეცათ კიდევ ავანსად შანსი ხელისუფლებისთვის, რასაც ოპოზიცია წლების განმავლობაში ხედავდა. დასანანია, მათ რომ უკეთ დაენახათ ის ვითარება, რომელსაც ახლა ჩვენ ყოველდღიურად ვეჯახებით, ვფიქრობ, დღეს ასეთი მძიმე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარება არ იქნებოდა.
“ქართულმა ოცნებამ” წილი ყარა და თქვა, მას არ აინტერესებს ევროპული ანუ ეროვნული მისწრაფებები. არ აინტერესებს ის ორიენტაცია, რომელიც შენ, როგორც მოქალაქეს, გაზიარებს ცივილიზაციას. არ აინტერესებს პროგრესი, განვითარება. მას აინტერესებს რუსეთი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.