spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჭიათურის მერმა ერთ-ერთ ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს ბარბარე ღავთაძეს ფულადი ჯილდო და საჩუქარი გადასცა

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სამივე საგანში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალქულიან აბიტურიენტს ბარბარე ღავთაძეს უმასპინძლა. მერმა ჭიათურის სოფელ ითხვისის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, ოქროსმედალოსან ბარბარე ღავთძეს ფულადი ჯილდო და საჩუქარი გადასცა.

“ძალიან საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ახალგაზრდა ადამიანის ასეთი შრომისმოყვარეობისა და თავდადების გამოვლენა. ჭიათურა ყოველთვის გამოირჩეოდა და გამოირჩევა განათლების ხარისხით და ახალგაზრდების მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეული წარმატებით. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ მათ სრულფასოვან და ხარისხიან განათლებაში. წარმატებებს ვუსურვებ ბარბარეს ცხოვრების ახალ და საინტერესო საფეხურზე.

ასევე მადლობა ითხვისის მე-2 საჯარო სკოლას, პედაგოგებს და ოჯახს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ გოგონას თავისი ნიჭის და უნარების გამოვლენის შესაძლებლობა ჰქონოდა”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

შეხვედრას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე, ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თეიმურაზ ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები