სამწუხაროდ, 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი. ვაგრძელებთ მონიტორინგს ე.წ. გამყოფი ხაზის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების. ვხვდებით მოქალაქეებს და ვაიდენტიფიცირებთ იმ პრობლემებს, იმ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია მათთვის, რომელზეც ვაგრძელებთ მუშაობას და შემდეგ ამ საკითხების ადვოკატირებას და მიტანას შესაბამის უწყებებთან”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.