“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ის ომბუდსმენის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს.
“იმასაც მოვესწარით, რომ მმართველი გუნდის ლიდერი სახალხო დამცველს ემუქრება და მის საქმიანობაში აშკარად ჩარევას ცდილობს.
იქ, სადაც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ (სასამართლოში, პროკურატურაში), მარტივადაა საქმე და მართლა დამოუკიდებელ ინსტიტუციასთან მუქარა გახდა საჭირო”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.