შეგვიძლია, მხოლოდ ვარაუდი გამოვთქვათ, რომ კონსილიუმის წევრები იყვნენ მიკერძოებულები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
“ნინო ლომჯარიამ ორი ფაქტის შესახებ დამალა – სოციალურ ქსელში გუშინ ვისაც მადლობას უხდიდა, როგორც ვიცი, ერთ-ერთი იყო მისი მამიდაშვილი, თუ არ ვცდები, ნაცვალაძე და ასევე იყო „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი. ამ ადამიანების დახმარებით შეიკრიბა კონსილიუმის აქტიური მხარდამჭერები, ძირითადად, შეიძლება ყველა არა და შესაძლებელია იყოს პოლიტიკური მიკერძოება, რაც ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ასეა. როგორც ჩანს, ექიმებში ობიექტურობის ხარისხი გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებში, რადგან გუშინ ვხედავდით, რომ კონკრეტულად ისინი არ იმეორებდნენ იმავეს, რასაც გვარამია ამბობდა – ახლა არ არის მძიმე მდგომარეობა, მაგრამ შეიძლება, შესაძლებელია გართულდეს და ექიმები დაშვების დონეზე საუბრობდნენ.
მაინც ექიმები არიან და რაც არ უნდა პოლიტიკურად მიკერძოებულები იყვნენ, რაღაცებს არ კადრულობდნენ განსხვავებით სხვებისგან. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ თუ ეს დასკვნა არ არის ობიექტურობასთან ახლოს, მაშინ ტენდენციურობა შეიძლება დაბრალდეს ერთ რამეს, რომ მათი უმრავლესობა არის „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი. ეს შეგიძლიათ მოიძიოთ. მათგან ერთ-ერთი აქციებშიც იღებდა მონაწილეობას, მეორე „მთავარი არხის“ თანამშრომლის მამა აღმოჩნდა. სულ მცირე, ამ ყველაფერში შეიძლება ეჭვის საფუძველი იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.