spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რეანიმატოლოგი – მცირეხნიანი გონების კარგვა იყო, რეანიმაციაში წევს ახლა და კონტაქტურია

რეანიმატოლოგის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლა გლდანის ციხის საავადმყოფოს რენიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

 

როგორც მან გლდანის ციხესთან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილი ჰქონდა მცირეხნიან გონების დაკარგვას და პაციენტი ახლა კონტაქტურია.

 

“პაციენტი არის სტაბილურ მგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები, არის ნორმის ფარგლებში. მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტს უტარდება კიდევ კვლევები და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. 

 

მცირეხნიანი გონების კარგვა იყო. რეანიმაციაში წევს ახლა. კონტაქტურია, პაციენტთან მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა”, – განაცხადა რეანიმატოლოგმა. 

 

მისივე თქმით, ის შემთხვევით შეესწრო ამ სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილს დახმარება აღმოუჩინა.  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები