ადამიანურად უკვე აუტანელია იმის ყურება, ადამიანი როგორ კვდება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში იყოჩაღეს ექიმებმა, თუმცა წარმოუდგენელია ეს რამდენხანს უნდა გაგრძელდეს.
“სააკაშვილი ახლა კარგად არის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უნდა ვთქვა, რომ იყოჩაღეს ექიმებმა. განსაკუთრებით, რაოდენ უნდა გაგიკვირდეთ, ქალბატონმა დემურიშვილმა. არ ვიცი, ექიმებსაც რატომ ზაფრავენ.
მართალი გითხრათ, წამოსვლას ვაპირებდით, რომ ლაპარაკზე ენერგია არ დაეკარგა. რომ გაყავდა ბადრაგს, მოწყვეტით დაეცა.
სამწუხაროდ, აღმოვაჩინე ჩემს თავში ის, რომ ასეთ ვითარებაში სრული დამბლა მემართება.
მალე ჩამოვიდნენ ექიმები. დაუდგეს გადასხმა. ამჟამად ის იმყოფება რეანიმაციაში, აკეთებენ ყველაფერს, არ ვიცი, ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს, მადლობის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ადამიანურად უკვე აუტანელია იმის ყურება, ადამიანი როგორ კვდება”, – განაცხადა გვარამიამ.