spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჭიაბერაშვილი – 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იყვნენ, ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო და 2008 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის  საპასუხო გადაწყვეტილება მხოლოდ რეაქცია იყო, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

“2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო და 2008 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის  საპასუხო გადაწყვეტილება მხოლოდ რეაქცია იყო საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან შემოჭრაზე. ჩვენ ამ შემოჭრას გავუძელით ქვეყნის ერთიანობით და იმით, რომ სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მყარად იდგნენ საქართველოს გვერდით. ამიტომ, ამ თარიღს, 7 აგვისტოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ჯერ საქართველომ დაიწყო შეიარაღებული მოქმედებები და მათ მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდათ ამაზე რეაქცია. მათ უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ომის დაწყების თარიღი არის 8 აგვისტო. 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იყვნენ. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები