spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლს დღეს შეიმუშავებენ

დღეს შეიკრიბება სახელმწიფო კონსილიუმი და გორის ჰოსპიტალის მედიკოსებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლს შეიმუშავებს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტს პირადი ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  სახელმწიფო კომისიამ ჰოსპიტალის მედპერსონალს უნდა უთხრას, როგორ უნდა გაგრძელდეს მესამე პრეზიდენტის რეაბილიტაციის პროცესი.

 

გარდა ამისა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეიდან რესპუბლიკური კლინიკის რეანიმატოლოგთა ჯგუფი ყოველდღიურად იმორიგევებს. 

 

ცნობილი ხდება, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროცესს მონიტორინგს კიდევ ორი კონსილიუმი გაუწევს: ცენტრის “ემპათიას” კონსილიუმი და ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმი. ისინი სამხედრო ჰოსპიტალში ხვალ მივლენ. 

 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გადაიყვანეს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები