spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – რამდენადაც იკარგება სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობა, მით უფრო მატულობს შიდა საზოგადოებრივი დაპირისპირებების ხარისხი

რამდენადაც იკარგება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და განსაკუთრებით, სასამართლო სისტემისადმი ნდობა,  მით უფრო მატულობს შიდა საზოგადოებრივი დაპირისპირებების ხარისხი, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გიორგობისადმი მიძღვნილი წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებაზე ბრძანა. 

 

მეუფის თქმით, სასულიერო პირებს საყვედურობენ, რომ პოლიტიკაში ერევიან, თუმცა ქვეყნის მოქალაქედ ყოფნა უკვე პოლიტიკის ნაწილად ყოფნას ნიშნავს. 

 

“ხშირად გაგვიგია ჩვენ, სასულიერო პირმა პოლიტიკაზე როგორ უნდა ისაუბროს, თქვენ ქრისტიანები ხართ. ვართ თუ არა ამ ქვეყნის მოქალაქეები, გვაქვს თუ არა პასპორტი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ? ეს უკვე პოლიტიკაა”, – აღნიშნა მეუფემ. 

 

მისი განმარტებით, ქრისტიანის საზრუნავი მისი ქვეყანა უნდა იყოს.  

 

“რა ფასი აქვს ამ წმინდა წერილს, თუ ჩვენ ვილაპარაკეთ ზეციურზე და მაგრამ ამ ცხოვრებაში როგორ გამოვიყენოთ, რაში გვჭირდება, ეს თუ ვერ გავარკვიეთ? ჩვენ წმინდა წერილი გვასწავლის, როგორ მივაღწიოთ სასუფეველამდე, მაგრამ ეს გზა აქ იწყება, ეს ქვეყანა ჩვენი საცხოვრისი და ჩვენი საზრუნავია”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

 

მეუფეს თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა შემცირებულია, იგივე პრობლემა არსებობს ეკლესიის მიმართაც. 

 

“თავისუფალ ქვეყანას მონები ვერ ქმნიან, თავისუფალი ხალხი აშენებს. წესიერ პოლიტიკას წესიერი ადამიანები ქმნიან, ამიტომ გვჭირდება ჩვენ უპირველეს ადგილზე იმ ღირებულებებისადმი ერთგულება, რომელიც მოდის მიხედვით არ იცვლება…

 

რომ გიყვარდეს შენი სახელმწიფო, უნდა ენდობოდე მას, აი, ჩვენი დეფიციტი ამაში მდგომარეობს დღეს, ვერ ვენდობით ხოლმე სახელმწიფოს. ნელ-ნელა ეკლესიისადმი გაჩნდა ის, რაც ათეიზმის დროს იყო, ვერც ეკლესიას ვენდობით ბოლომდე. უნდა ვისწავლოთ, თავისუფლება რა არის. თავისუფლება არ არის ის, რაც სადღაც დევს, თავისუფლება შენს  ხელშია. თავისუფალი აზროვნება რა არის? ეს არის კრიტიკული აზროვნება, სადაც შენ სწავლობ კარგის და ცუდის, კეთილისა და ბოროტის გარჩევას, უპირველესად, შენს თვში ეძებ ნაკლოვანებას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 
ამასთან, მან სასამართლო სისტემის შესახებაც ისაუბრა. მეუფეს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს შეეძლოს სამართლის პოვნა. 

 

“ადამიანს უნდა იმედი ქონდეს, რომ მივა და სამართალს იპოვის რამდენადმე, წუთისოფელში არ არსებობს  აბსოლუტური სამართალი, მაგრამ რამდენადმე ამას მოახერხებს. აი, ამიტომ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა  ადამიანების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი და განსაკუთრებით სასამართლო სისტემისადმი. თუ ეს ნდობა იკარგება, მით უფრო მატულობს შიდა საზოგადოებრივი დაპირისპირებების ხარისხი”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები