spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური საკითხები, თუ ნებისმიერი სხვა

ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს ასევე ადასტურებენ უცხოელი პარტნიორები.

“რაც შეეხება ქვეყნის პროგრესს ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, თუ ნებისმიერი სხვა, ამას მოწმობს, ერთი მხრივ, შეჯერებული სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ასევე ადასტურებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ამას მოწმობს საერთაშორისო ინდექსები, ყველა საერთაშორისო ინდექსის თანახმად, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება, ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური საკითხები, თუ ნებისმიერი სხვა. ყოველ ჯერზე, მორიგი დასტური ქვეყნდება ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები