spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ საკირეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება სათავე ნაგებობას, იცვლება მაგისტრალზე დაზიანებული მონაკვეთები, მოეწყო ახალი 300 კბმ-ს რეზერვუარი და შეიცვლება შიდა ქსელი. 

 

სოფელ საკირეს, სადაც 400-მდე ოჯახი ცხოვრობს, წყალი ამ დრომდე გრაფიკით  მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივებისთვის წყლის მიწოდების პრობლემა სრულად მოგვარდება.  

 

სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 

 

პროექტის საერთო ღირებულება 523 593 ლარია. 

 

სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები