spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზეღდულეთის მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ. მოსახლეობა ჯერ სოფელში შეიკრიბა, შემდეგ კი მათ ცენტრალური მაგისტრალისკენ გადაინაცვლეს.

 

აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

 

დაპირსპირების დროს ერთი ადამიანი დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

 

საუბარია სოფელ ზედღულეთში არსებულ 75 ჰექტარ მიწის ფართობზე, საიდანაც 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრისაა, 25 ჰექტარი კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია. 

 

როგორც მოსახლეობა განმარტავს, წლებია, ფართობს საძოვრებად იყენებენ და აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე არავის შეუშვებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები