spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კარლ ჰარცელი – მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია

მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულებულია, მნიშვნელოვანია, რომ ის დაესწროს სასამართლო სხდომებს – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიადევნებენ თვალს, რამდენად სწორად წარიმართება მიხეილ საკაშვილთან დაკავშირებული პროცესები. 

 

“მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც ბოლო პერიოდში მიხეილ საკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გადაიდგა. მიხარია, რომ პროცესი მიდის გამოსწორების გზით, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა და კარგადაა. ჩვენ ვაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას, თუ რამდენად არის დაცული მისი ფუნდამენტური უფლებები, რამდენად სწორად მოქმედებენ, მე დავაფიქსირებ მოსაზრებას მის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკაშირებით. ეს  ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით, ასევე ევროპის კონვენციით.  ბოლოს განვითარებული მოვლენები იქნება შესაძლებლობა ორივე მხარისათვის, რომ სიტუაცია განავითარონ სწორი გზით”,- განაცხადა ჰარცელმა.  

 

ელჩის თქმით,  მიხეილ სააკაშვილის საქმეში აბსოლუტურად გადამწყვეტი როლი იქონია სახალხო დამცველის და მისი გუნდის მოქმედებებმა, რის გამოც მათ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.   

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები