spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სოფელ ტბაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სოფელ ტბაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროეტექტის ფარგლებში, მოეწყობა დასასვენებელი სივრცე, საბავშვო ატრაქციონები, ფეხით სავალი ბილიკები. დამონტაჟდება დეკორატიული გარე განათების ლამპიონები, სკამები და ნაგვის ურნები.

 

სკვერის რეაბილიტაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 89 570 ლარს შეადგენს.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაქსიმალურად ხარისხიანად შესრულდება.

 

“მოგეხსენებათ, რომ სოფელი ტბა ტურისტული ზონაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს  კეთილმოწყობილი დასასვენებელი ადგილი, როგორც ადგილობრივებისათვის, ასევე აქ ჩამოსული ტურისტებისათვის. ჩვენს ქალაქში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა არსებული სკვერების მოწესრიგებას, მათ განახლებას და გამწვანებას”, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები