spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ამ ქვეყანაში მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს ჩემი შვილისთვის

“ამ ქვეყანაში მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს ჩემი შვილისთვის” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა.

 

“ბოლოს რომ ვნახე იყო სუსტად, უჭირდა სიარული და ერჩია, წოლითი მდგომარეობა ჰქონოდა. არ ვარ ექიმი, და რა თქმა უნდა, შემფასებლად ვერ გამოვდგები, მაგრამ ზოგადად ვერ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ამ ქვეყანაში მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს ჩემი შვილისთვის.

 

მნახველების შეზღუდვა არ მიმაჩნია გამართლებულად. იმიტომ, რომ ეს მნახველები იქ გასართობად იქ არ შედიან. ადამიანს სჭირდება მუდმივად ინფორმაცია. ესენი მისი კოლეგები არიან და მე ვფიქრობ, რომ არ უნდა შეცვლილიყო ეს მდგომარეობა, წინა შემთხვევაში უშვებდნენ პარლამენტარებს, მის კოლეგებს და რატომ შეწყდა არ ვიცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის გაუმართლებელი სრულიად”, – განაცხადა გიული ალასანიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები