მოსკოვი, ბაქო და ერევანი აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციისთვის შესაბამისი კომისიის შექმნაზე შეთანხმდნენ, მხარეთა მიმართვის შემთხვევაში კი პროცესში რუსეთიც ჩაერთვება.
შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.
“შევთანხმდით, ნაბიჯები გადავდგათ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად, ხელი შევუწყოთ დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე ორმხრივი კომისიის შექმნის პროცესს რუსეთის ფედერაციის საკონსულტაციო მონაწილეობით, მხარეთა განცხადების საფუძველზე“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პუტინმა ფაშინიანს და ალიევს დაფნის ტოტები აჩუქა.