spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საქმეს ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

 

მისი თქმით, ეს  იყო ძალაუფლების მიტაცება, რომელშიც “ქართულ ოცნებასთან” ერეთად ცესკო მონაწილეობდა. 

 

“გუშინ ჩვენ მორიგ ჯერზე ვიხილეთ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი. “ქართულმა ოცნებამ” და ცესკომ საზოგადოებას ერთხელ უკვე მოპარეს არჩევნები საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას. ამჯერად ისინი ახდენენ არჩევნების შედეგების გადაწერას საკრებულოებში. იქ, სადაც არ აქვს “ქართულ ოცნებას” უმრავლესობა, ვადაგასულ საკრებულოებს დაამტკიცებინეს ბიუჯეტები, რაც თავისი არსით არის ძალაუფლბის მიტაცება და ახალი მანდატის საკრებულოებისათვის სამომავლო საქმიანობაში განზრახ ხელის შეშლა. 

 

სახეზე გვაქვს “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის და ცესკოსთან შეთანხმებული მოქმედება, რომელშიც ცესკომ კიდევ ერთხელ შეასრულა არჩევნების შედეგების გამყალბებლის მთავარი როლი, ვინაიდან განზრახ და მიზანმიმართულად გააჭიანურა ახალი საკრებულოების მოწვევის თარიღი, მაშინ როდესაც არჩევნების შედეგები უკვე შეჯამებული იყო 13 ნოემბერს და შესაძლებელი იყო აქამდე დანიშნულიყო ახალი საკრებულოების შეკრების თარიღი. 

 

ვადაგასული საკრებულოების მიერ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის დამტკიცება ეწინააღდეგება კონსტიტუციის მე-9 თავით განსაზღვრული თვითმმართველობის ორგანიზებით წარმომადგენლობისა და ექსკლიუზიურობის პრინციპებს, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის საკრებულოს ექსკლუზიური უფლებამოსილება, მათ შორის ახალი საკრებულოსი, განსაზღვროს შემდგომი 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პოლიტიკა. 

 

ამდენად, ჩვენ ბუნებრივია, ამ პროცესს აუცილებლად წავიღებთ სასამართლოში და ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება. ჩვენ ეს პროცესი არ უნდა ვუგულებელყოთ, თუ ქვეყანაში სამართლიანობა და კანონიერება გვინდა”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები