spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – პროტესტი ვერ გამოდგება საბაბად, რომ წაართვან მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს წინაშე წარსდგომის შესაძლებლობა

სასამართლოსთან პროტესტის გამართვა ვერ გამოდგება ხელისუფლებისათვის საბაბად, რომ წაართვას მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს წინაშე წარსდგომის შესაძლებლობა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებამ ამისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი გამოიყენოს, რადგან რეჟიმმა ფორმალურად მაინც უნდა დააკმაყოფილოს საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები, რომ მიეცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლოში წარსდგომის უფლება. 

 

“აქცია იმართებოდა მაშინაც, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს არ მისცეს სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობა, ეს იყო სრულიად მშვიდობიანი აქცია და ასეთი მშვიდობიანი აქციის გამართვას ვგეგმავთ ახლაც. არანაირი მადესტაბილიზირებელი ფაქტორი სასამართლოს წინ მშვიდობიანი აქციის გამართვა არ და ვერ იქნება. წარსულშიც დიდწილად ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აკეთებდა აქცენტს და ახლა პროტესტის საბაბად გამოყენება იმისთვის, რომ მას არ მისცენ სასამართლოზე წარსდგომის შესაძლებლობა, იქნება ძალიან არაგულწრფელი. ამას დაინახავს ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ძალიან წუხს იმის გამო, რომ სასამართლო ხელისუფლების უზურპაციის ფონზე გვაქვს ნათელი მაგალითი იმის, თუ როგორ გამოიყენება სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად”- განაცხადა ბოკუჩავამ “ტვ პირველის” ეთერში. 

 

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას. “ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს სასამართლოსთან მობილიზაციისაკენ მოუწოდებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები