spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მარიამ ჯიშკარიანი – არავის შეუძლია შეზღუდოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების უფლება, მათ შორის არც ექიმს

არავის შეუძლია შეზღუდოს მიხეილ სააკაშვილის  სასამართლოზე დასწრების უფლება, მათ შორის არც ექიმს, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ეს საკითხი მედიკოსების კომპეტენციაში არ შედის. 

 

“ცენტრი “ემპათია” უკვე დიდი ხანია, ჩართულია სამედიცინო ექსპერტიზაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა, გაცემულია უკვე ორი დასკვნა, რაც შეეხება ექსპერტებს,  ეს არის მულტიდისციპლინური ჯგუფი. ჩვენ სასამართლოში წაყვანა-არ წაყვანის საკითხს არ ვწყვეტთ. 

 

ეს არის ადამინაის უფლება, სასამართლო პროცესში მიიღოს მონაწილეობა, თუ მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, არავის აქვს უფლება შეზღუდოს მისი უფლება,  მათ შორის არც ექიმს” , – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, მიეცემა თუ არა ექსპრეზიდენტს სასამართლოს წინაშე წარსდგომის შესაძლებლობა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები