ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირით 4 ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა “მედალფაში“ გადაიყვანეს.
მოწამლულთაგან 3 ქალი და 1 ბავშვია.
ქალები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, მცირეწლოვანი კი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.