spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და დედა სასამართლოს შენობაში ნახევარი საათის დაყოვნებით შეუშვეს

თბილისის სასამართლოს შენობაში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და დედა გიული ალასანია ნახევარი საათის დაყოვნებით შეუშვეს.  

 

ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით,  სასამართლოს ეზოში მოწყობილი ჭყლეტა არის პროვოკაცია. 

 

“თქვენ აწყობთ პროვოკაციას, სააკაშვილს აყურებინებთ, როგორც არ უშვებენ ადვოკატებს მასთან და მისი დედა როგორ არის ჭყლეტაში მოყოლილი. ადვიოკატთა ასოციაციას მივმართავ, რამე გააკეთეთ! 

 

მედიის, ადვოკატების და ოჯახის წევრების არ შეშვება ესაა პროვოკაცია”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

 

ადვოკატები პირველ მოთხოვნად სხდომის საჯაროობას დააყენებენ.

 

სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები