spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბექა ბასილაია – სამწუხაროდ, ეს საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი

“დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა სამწუხაროდ, ეს საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი”, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელი სასამართლო პროცესის შესახებ განაცხადა. 

 

მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ქართული მართლმსაჯულება უარს ამბობს იმ საკითხის განხილვაზე, თუ მასზე იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თანხმობა არ აქვთ. 

 

“დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა სამწუხაროდ, ეს საქართველოს  ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება, მისი ამ ფორმით წარმოდგენა, ეს არის ქართული ისტორიის სირცხვილი. 

 

რაც შეხება სატელეფონი საუბრების საკითხს, ეს არის ამ სირცხვილის გაგრძელება. დღესაც არ მიეცა მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება. ამ საკითხის სამართლებრივი ასპექტი მეასეხარისხოვანია, რადგან ხელისუფლების მიზანია მიხეილ სააკაშვილის იზოლაცია. დღეს კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია, რომ ქართული სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარს ამბობს, თუ საკითხზე წინასწარ არ არის მწვანე ანთებული ბრეგაძის მხრიდან”,  – განაცხადა ბასილაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები