საფრანგეთში, გაზაფხულის შემდეგ, კორონავირუსის გამო ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, “როიტერსის” ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.
რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა 117-დან 1749-მდე გაიზარდა, საერთო ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა კი 770-დან 9860-მდე.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის „მეხუთე ტალღა“ დაიწყო და ყოველდღიურად, საშუალოდ, 30 000 ადამიანი ინფიცირდება.