გუშინ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციის ფორმებში გადაცმული სპეცრაზმელები გამოიყვანეს, რომელიც ივანიშვილთან კავშირში მყოფი პირების მიერ შექმნილი ზონდერ -სიკვდილის ჯგუფებს წარმოადგენენ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, გუშინდელ სპეცოპერაციას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, ზედმეტსახელად “ხარება” ხელმძღვანელობდა.
ხაბეიშვილის თქმით, “ხარებას” ბიძინა ივანიშვილთან კავშირს ადასტურებს, რომ მას ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს ზვიად ჭოხონელიძესთან ერთად შექმნილი აქვს დაცვის კომპანია “სარანგი”. განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტანეტში “ზონდერ-სიკვდილის ჯგუფებში” კი ხარაზიშვილს დასაქმებული ყავს პირები, რომელიც ვინც ამავე დროს “სარანგშიც” მუშაობენ და იქ დამატებით თანხებს იღებენ.
“გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ გადააქცია პოლიტიკური დავალების შემსრულებლად. პოლიცია არ იცავს მოქალაქეს, არ იცავს კანონს. ისინი ასრულებენ პოლიტიკურ დავალებებს რა და თქმა უნდა, იცავენ რუსი ოლიგარქის ინტერესებს.
ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად მშვიდობიან მანიფესტანტებს, როგორ აგრესიულად ექცეოდნენ და უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს, მათ შორის ოპერატორებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ხელითაც შეეხენ ოპერატორს, რომლის ჯანმრთელობას ნამდვილად დაემუქრა საფრთხე. ასევე ვიხილეთ გუშინ სასამართლოს წინ განლაგებული პოლიციელთა არმია, რომელიც შესაძლებლობას არ აძლევდა მოქალაქეებს, რომ ყოფილიყვნენ სასამართლოს ეზოში. მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს არანაირი პროტესტი არ გამოუთქვამთ. ამის შემდეგ დაიწყო სპეცრაზმელების პროვოკაცია. ესენი არ იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, არამედ პოლიციის ფორმებში გადაცმული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ე.წ. რობოკოპები იყვნენ, სპეცრაზმელების წარმომადგენლები.
ისინი, რომ თავისი ფორმებით დაეყენებინათ, ეს ნიშნავდა იმას, რომ არაპროპორციული ძალა იქნებოდა გამოყენებული. მათ ჰქონდათ “ნინძა” ნიღნები, რაც პოლიციას არ აქვს, ასევე წიწაკა სპრეი, რაც ასევე არ აქვს პოლიციას, ასხამდნენ ადამიანებს უმისამართოდ და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ მოუწიათ ადამიანებს გზაზე გადასვლა და გზის დაკეტვა” – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა გუშინ დაკავებული ადამიანების საქმით დაინტერესებისაკენ სახალხო დამცველის აპარატს მოუწოდა.
“ჩვენ ასეთი პოლიტიკური სამართალის გამო, ასეთი დიქტატორული რეჟიმის გამო, მივმართავთ მათ შორის ჩვენ პარტნიორებს, დაინტერესდნენ გუშინ განვითარებულო მოვლენებით, მათ შორის ადმინისტრაციული დაკავებით, მათ შორის სისხლის სამართლის საქმით, რომელსაც აპირებენ აღძრან ბაჩო თამლიანზე და წაუყენონ ბრალი. ასევე, მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაინტერესდეს ამ საქმეებით, ასევე, ვპირდები თითოეულ ზონდერს, “ხარებას” და ზვიად ჭოხონელიძის პირად ზონდერებს, ანუ ივანიშვილის პირად ზონდერებს, რომ თავად იქნებით პასუხისმგებელი ამ ძალადობრივ აქტზე, რომელსაც შალვა ბედოიძე, შსს-ს მოადგილე თაობდა გუშინ”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.