spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კობა ნაყოფია – მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ 2 დეკემბერს, სასამართლოსთან გამართონ აქცია

“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესისთვის სერიოზულად ემზადება და აქვს მოლოდინი, რომ მას დასწრების საშუალება ექნება. 

 

როგორც კობა ნაყოფიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა, სასამართლოდან ის მოქალაქეებსაც მიმართავს და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

 

“მოლოდინი აქვს, რომ დაასწრებენ, ის აუცილებლად წარსდგება ამ სასამართლო პროცესზე, როგორც მბრალმდებელი ამ შემთხვევაში, ძალიან სერიოზულად ემზადება ამ პროცესისთვის და მას ექნება ე.წ. საბრალდებო დასკვნა თავისი, რომელსაც წარუდგენს ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას, ასევე, გარდა ამისა, ის მიმართავს კიდევ ერთხელ საქართველოს მოსახლეობას და გააცნობს სამომავლო გეგმებს”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ. 

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ და მხარდამჭერეს 2 დეკემბერს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

 

“მიხეილ სააკაშვილი თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ მოვიდნენ, გამართონ აქცია. გუშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებდნენ დარბევაზე, თქვენ დაინახეთ, როგორ არბევდნენ სამართალდამცველები მშვიდობიანად მოსულ ადამიანებს, როგორ ასხამდნენ მათ წიწაკის სითხეებს და ა.შ. ეს ყველაფერი გუშინ ჩვენ ვიხილეთ ლაივში, ამიტომ, რაც უფრო მეტი ხალხი მივა, მით ნაკლები იქნება მათი მხრიდან აგრესია. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს მათ, რომ ისინი მოვიდნენ აუცილებლად შემდეგ სასამართლოზე”,- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები