spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ვურჩევდი ოპოზიციას, ნუ მისცემს კობახიძეს იმის საშუალებას, ჩვენ დაგვაბრალოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება

ოპოზიციას ვურჩევდი, ნუ მისცემს კობახიძეს საშუალებას, ჩვენ დაგვაბრალოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, რასაც თვითონ აპირებენ – ამის შესახებ გირჩის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებებით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ცდილობს. 

 

“რასაც “ქართული ოცნება” ამბობს, რომ საარჩევნო ბარიერი შეიძლება იყოს 3 ან 4-პროცენტიანი, ამ შემთხვევაში არ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებს, 2-პროცენტიან ბარიერს მხარს დავუჭერთ. ამ დროისათვის არ იგეგგმება არანაირი არჩევნები, თუ შემთხვევითობა არ მოხდა. კობახიძის ინიციატივა მიმართულია იმისკენ,  რომ ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები ოღონდა სხვას დააბრალოს. მე ვურჩევდი ოპოზიციას, ნუ მისცემს კობახიძეს იმის საშუალებას, რომ ჩვენ დაგვაბრალოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, რასაც თვითონ აპირებენ. შეიძლება, მაინც ჩააგდობ, მოდი მივყვეთ და ვნახოთ ჩააგდებენ თუ არა თვითონ, მაგრამ ჩვენ არ ჩავაგდოთ, ეს იქნებოდა ჩემი რჩევა ოპოზიციის მიმართ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები