საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია.
პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებად აირჩია: გენადი მაკარიძე (81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), ნინო სანდოძე (80 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თამარ ოქროპირიძე (81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თეა ზიმისტარაშვილი (81 მომხრე, 5 წინააღმდეგი).