spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ხერხეულიძე – მიხეილ სააკაშვილი მოხარული იქნება, თუკი მედიის წარმომადგენლებთან ერთად წარსდგება პროცესზე

მიხეილ სააკაშვილი მოხარული იქნება, თუკი მედიის წარმომადგენლებთან ერთად წარსდგება პროცესზე და შეეცდება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის თხოვნაა, ახლობლებისა და მეგობრების ნაცვლად, 2 დეკემბრის სხდომას მედია დაესწროს. 

 

“გზავნილი აქვს, მისი თხოვნით, ის თავის მეგობრებს და ახლობლებს… მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახვა ძალიან უხარია პროცესზე, ძალიან კარგი იქნებოდა, ადამიანებს, რომლებსაც გიწევთ 2 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გაშუქება, მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცეს საშუალება, დაესწროს სხდომას. ის მოხარული იქნება, თუკი მედიის წარმომადგენლებთან ერთად წარსდგება პროცესზე და შეეცდება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. 

 

ხვალ, 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება. ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო  ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვას ედავება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები