spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გია ხუხაშვილი – ყველაფერი, რაც სასამართლოში ხდება, მუშაობს მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ

ყველაფერი, რაც სასამართლოში ხდება, მუშაობს მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა Front News-თან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კომენტირებისას განაცხადა.

 

ანალიტიკოსის თქმით, სერიოზული დისბალანსია ხელისუფლების ვერბალურ ბრალდებებსა და საქმეებს შორის.

 

“მთავარი პრობლემა ისაა, რომ სერიოზული დისბალანსია ხელისუფლების ვერბალურ ბრალდებებსა და საქმეებს შორის. ხელისუფლება მუდმივად საუბრობს სააკაშვილზე, რომ ისაა მკვლელი, მწამებელი, სადისტი და ასამართლებს ხარჯების მიზნობრიობასთან დაკაშირებით, რითაც ჩემი აზრით, იმ ადამიანებს, რომლებსაც თვითონვე გაუჩინეს განცდა, რომ სააკაშვილი არის მონსტრი, სკეპტიციზმს უჩენს. 

 

მათივე დანიშნული პროკურორები, ფაქტობრივად, ადვოკატების როლს თამაშობენ, თავიანთი  წარმოუდგენელი სიბრიყვის შედეგად. თუ ჩვენ ვსაუბრობთ მართლმსაჯულებაზე, პროკურორის მოვალეობაა, რომ სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინოს და არა პოლიტიკური განცხადებები აკეთოს. ისინი დაკავებული არაიან სააკაშვილის “გათეთრებით”, რადგან მათი სიბრიყვის შედეგად, ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ სააკაშვილს არც არაფერი დაუშავებია. 

 

როდესაც ერთ-ერთი პროკურორი სააკაშვილის უკანონო ხარჯებს აკავშირებს 26 მაისის მოვლენებთან და ადვოკატი მას ახსენებს, რომ იმ მოვლენების დროს ის ზუსტად იმ საგამოძიებო ნაწილში მუშაობდა, სადაც 26 მაისის ამბების გამოძიება მიდიოდა, ეს საერთოდ, ფარსად აქცევს ამ ყველაფერს.

 

შესაბამისად, ყველაფერი, რაც სასამართლოში ხდება,  მუშაობს მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ. ის ადამიანებიც კი, ვინც თვლის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და მას ნამდვილად აქვს ამ საზოგადოების წინაშე დანაშაული ჩადენილი, ეჭვებში ვარდებიან და იბნევიან.  რა ხდება, ვეღარ გაიგეს”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები