2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლისთავთან დაკავშირებით, ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა დაბა ახალდაბაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დევი ჩადუნელისა და შალვა გაბუნიას სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
დევი ჩადუნელი წარმოშობით ახალდაბელი იყო, შალვა გაბუნია კი ახალდაბას ხშირად სტუმრობდა. მათი სულების უკვდავსაყოფად ახალდაბაში მემორიალი აღიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველწლიურად სტუმრობენ.
ღონისძიებას აგვისტოს ომში დაღუპული ბორჯომელი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.
აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია დაღუპული.