spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლიზა იასკო – თუ თქვენ არ გჭირდებათ საქართველოში, დააბრუნეთ უკრაინაში, ჩვენ გვჭირდება

როდესაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პრობლემები ქონდა, უკრაინელებმა ყველაფერი გააკეთეს მისთვის,  ახლა კი ქართველების ჯერია, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

 

მისი თქმით, მიხეილ საკაშვილი თავს ცუდად გრძნობს და შეხვედრის განმავლობაში რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა. 

 

უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებს, თუ საქართველოში არ აპირებენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, მაშინ ის უკრაინას გადასცენ.  

 

“ჩვენი საუბრის დროს მან თავი რამდენჯერმე ცუდად იგრძნო, რის გამოც წამოწვა და შეისვენა. თქვა, რომ მოკითხვას უგზავნის ჟურნალისტებს, რომლებიც ამ სიცივეში აშუქებთ მის მდგომარეობას. გუშინდელ სასამართლოს პროცესზე ის შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი მრავალი წლით ციხეში გამოკეტვა და მის მოკვლა უნდა. თუ თქვენ არ გჭირდებათ ის საქართველოში, დააბრუნეთ უკრაინაში. ჩვენ ის გვჭირდება. უკრაინელები ყოველდღე ელოდებიან ახალ ამბებს და მეკითხებიან, რას აკეთებენ ქართველები მის გაათავისუფლებლად. მაშინ როდესაც მას უკრაინაში პრობლემები ქონდა, უკრაინელებმა ყველაფერი გააკეთეს მისთვის,  ახლა კი ქართველების ჯერია, რომლებმაც უნდა მოახდინონ ცვლილება და ის გამოიყვანონ. თუ ის არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში”, – განაცხადა ლიზა იასკომ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები