ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის მკურნალობისას, არასაჭირო ნეიროლეფსიური პრეპარატები გამოიყენებოდა, რაც ფარმაკოლოგიურ წამებად ფასდება.
მისივე თქმით, პრეპარატი ფიგურირებს, როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, ასევე გორის ჰოსპიტალის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
“ეს არის ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ფსიხოზური მდგომარეობის კუპირებისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიხოზი არ აღენიშნებოდა. ეს პრეპარატი ფიგურირებს როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულების ბარათში, ასევე გორის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
ნებისმიერ შემთხვევაში, საპატიმრო დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება, არის ასეთი მეთოდი და შესაბამისად, უნდა გასცენ პასუხი, რას ემსახურებდა ეს”, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი და წარმომადგენლები გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს დღეს მოინახულებენ.