გურჯაანში, სოფელ მუკუზანში ავტოსაგზაო შემთხვევას 87 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, მოხუცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, როდესაც ავტომანქანა დაეჯახა, მეორე ავტომობილმა კი გადაურა.
მომხდარის შედეგად ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
დაწყებულია გამოძიება.