შესაძლოა, ის პარტიები, რომლებიც არ არიან სააკაშვილის პოლიტიკურ სისტემასთან და ივანიშვილის პოლიტიკურ სისტემასთან ასოცირებულები, აღმოჩნდნენ უმრავლესობაში, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
“ამ პოლიტიკით “ქართული ოცნება” გვტოვებს რუსეთთან და როდესაც შენ ხდები რუსეთთან, შენი მომავალი არის ჩრდილოეთ კავკასიაში, რაც ხდება – სუვერენიტეტის შელახვა, სახელმწიფოების წართმევა, იდენტობის წაშლა, გაქრობა. ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე შეგუებას. “ქართული ოცნება” ვერ დარჩება ხელისუფლებაში, ეს კარგად უნდა გვესმოდეს.
ჩვენ ამომრჩეველს ვთავაზობთ, რომ “ქართულ ოცნებას” ისე გავუშვებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უკან ვერ დაბრუნდება. “ქართული ოცნება” არის წამგები, “ქართული ოცნება” წააგებს.
კვლევებით იკვეთება ის, რომ საერთო ჯამში, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” შესაძლებელია, 50% ვერ შეაგროვონ. შესაძლოა, ის პარტიები, რომლებიც არ არიან სააკაშვილის პოლიტიკურ სისტემასთან და ივანიშვილის პოლიტიკურ სისტემასთან ასოცირებულები, აღმოჩნდნენ უმრავლესობაში”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.