spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ზვიადაურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულების შესარჩევი პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს დაიწყო.

 

სასამართლომ 12 ნაფიცი და ორი სათადარიგო მსაჯული უნდა შეარჩიოს. კანდიდატ ნაფიც მსაჯულებს დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის შეთანხმებული კითხვარი გაეგზავნებათ.

 

საქმეზე მომდევნო სხდომა 21 იანვარს ჩაინიშნა.

 

მოსამართლემ ზვიადაური 50 ათას-ლარიანის სანაცვლოდ 29 ნოემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი წინანდალში 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობის საქმეზე 17 აგვისტოს დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები