რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი იგორ არტამონოვი აცხადებს, რომ ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა და ენერგოობიექტი დაზიანდა.
მისივე თქმით, ელექტროენერგიით მომარაგება შეფერხებულია.
თავდასხმის შედეგად დაშავებული პირები მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძობენ.
ამასთან, ოთხი დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ სამხედრო აეროდრომზე გაჩენილი ხანძარი დაადასტურა.
ინტერნეტში კი დამწვარი აეროპორტის ახალი კადრები გავრცელდა. ცეცხლი დრონების თავდასხმის შემდეგ გაჩნდა.