spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა

გერმანიის პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობა მოითხოვა. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

 

“ბრალდებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცრაზმის მეთაური იყო. მან შურისძიების მიზნით პოლიტიკური ოპონენტი გაანადგურა. აღნიშნული ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ცივსისხლიანად შესრულდა“, – განაცხადა პროკურორმა.

 

პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები