spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოთა თუთბერიძე – ამას თავისი შედეგები ექნება, ვფიქრობ, ამ შედეგებზე პენიტენციურმა სამსახურმაც იფიქრა

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები დილიდან გორის ჰოსპიტალში მივიდნენ.  

 

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით,  აპირებენ გაარკვიონ,  ნამდვილად აქვს თუ არა ადგილი იმ შეზღუდვას, რის შესახებაც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გვიან ღამით  ინფორმაცია გაავრცელა, ხოლო პენიტენციური სამსახურმა  უარყო. 

 

თუთბერიძის თქმით, ადვოკატებს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ.

 

“სამწუხაროა, რომ გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალა, რომ თვითინიციატივის რეჟიმში შეეძლო რაღაც სანქციებზე საუბარი დაეწყო.  ან რა უფლების განმარტებაზე საუბრობენ სამუშაო საათების შემდეგ, როცა ადვოკატებს არ უშვებენ იმ მიზეზით,  რომ სამუშაო საათები არ არის.  რატომ  გადაწყვიტა ბატონმა ცხვარაშვილმა,  რომ 7 საათზე უნდა შეეშვა ვინმე უფლებების განსამარტად. ეს ხომ აბსურდია, ყველა ვხვდებით,  რომ თვალში ნაცარს გვაყრიან.

 

ეს შეზღუდვები თუ დადასტურება მათი არსებობა, არის ბუნებრივია, სრულიად უსაფუძვლო, უმიზეზო და უკანონო. ძალიან გამიხარდება, თუ პენიტენციური სამსახური ბოლო გავრცელებული განცხადების შინაარსს შეასრულებს, უკან წაიღებს იმ მცდელობას, რომ მიხეილ სააკაშვილს რაიმე ტიპის სანქცია დაეკისროს არარსებული დარღვევის გამო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ ფონზე, როცა ჩვენ არ გვინახავს არცერთი პირი სახდელდადებული ან დასჯილი ე.წ. შუმოკების გამო, რომელიც მათ შორის ადვოკატებს მოუწყვეს, არ გვინახავს არცერთი პირი დასჯილი იმის გამო, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორმა დარღვევა დაადგინა, არ გვინახავს არცერთი პირი დასჯილი იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, სასაცილოა, როცა სახელმწიფოს მხრიდან ვისმენთ პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილი თითქოს უნდა დაისაჯოს არარსებული დარღვევისა და გადაცდომის გამო. ამას თავისი შედეგები ექნება. ვფიქრობ, ამ შედეგებზე პენიტენციურმა სამსახურმაც იფიქრა, სამწუხაროა, რომ მას შემდეგ, რაც სცადეს ამის გაკეთება”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები