spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – ჩვენ გვინდა, პარლამენტში შევიტანოთ კანონპროექტი, რომელიც სრულყოფილად აღასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა  „გირჩი“ კანონპროექტი მოამზადა, რომლთან დაკავშირებითაც  ჯგუფის თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ ბრიფინგი გამართა. 

 

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია ე.წ. ბირჟა მაფიას საქმე, სადაც დადასტურდა სამართალდამცველთა მიერ ნარკოტიკული ნივთიერების „ჩადების“ ფაქტი.

 

“ეს საქმე გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც უნდა დადგენილიყო სტანდარტი, თუ რა არის მტკიცებულების მისაღები ფორმა, რითაც მტკიცებულება საქმეზე უნდა დამაგრდეს და მის შესაბამისად ადამიანს  შეეფარდოს გარკვეული ტიპის სასჯელი. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს ისეთი ჩხრეკა და შესაბამისად ამოღება, სადაც  ინფორმაცია მოწოდებულია კონფიდენტის ნალაპარაკების საფუძველზე  და ამასთან  ჩხრეკასა და ამოღებას ესწრება მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები და პოლიციამ არ მიიღო არცერთი სხვა ზომა იმისათვის, რომ მტკიცებულება ყოფილიყო სხვანაირად გამყარებული“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

 

მისი თქმით, ამ საქმეზე დაკავებული ადამიანები  გარკვეული  პოლიტიკური პროცესების შედეგად გათავისუფლდნენ. შესაბამისად,  ის ადამიანები,  რომლებიც იდენტური მტკიცებულებებით ციხეში სხედან, უნდა გათავისუფლებულიყვნენ. 

 

„ეს რომ არ მომხდარიყო, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ, განსაკუთრებით, საერთო სასამართლოებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს  გადაწყვეტილება განმარტეს შემდეგნაირად:  ციხეში რომ მსხდარიყვნენ საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები, ისინი დღესაც ციხეში ისხდებოდნენ და ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტიების საფუძველზე, რომელიც მათ მოიგეს, ციხიდან ვერ გამოვიდოდნენ. ჩვენ გვინდა, საქართველოს პარლამენტში შევიტანოთ კანონპროექტი, რომელიც სრულყოფილად აღასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ადამიანები, რომლებიც ამ სტანდარტით სხედან ციხეში,  კანონის უკუქცევითი პრონციპიდან გამომდინარე,  გათავისუფლდნენ. ვთხოვთ საზოგადოებას ყურადღება მიაქციონ ამ გადაწყვეტილებას, რათა ციხიდან  გამოუშვან ის ადამიანები, რომლებიც დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოს ძალაში   შესული გადაწყვეტილების საფუძველზე იქ უკანონოდ სხედან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები