spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აკო მინაშვილი – მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, თუ უნდა, პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგას ქვეყანის კრიზისიდან გამოსაყვანად, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას

ეროვნული შერიგებისთვის, თავისუფლება მიშას  – ამ მოწოდებებით პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება. ისინი სალომე ზურაბიშვილისაგან  პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის შეწყალებას მოითხოვენ.   

 

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში კრიზისული ვითარების დასაძლევად აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. 

 

“ვიდრე ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა, შერჩევითი სამართალი და სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ ერთი ადამიანის და ერთი ჯგუფის ინტერესების დასაცავად, ქვეყანაში არის კრიზისული ვითარება. მშვიდობიანი განვითარება ვერ იქნება, როდესაც ხელისუფლება არის ლეგიტიმური და დემოკრატიის ფუნდამენტური ნორმები არ არის დაცული. ამიტომ ჩვენ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, მას აქვს ამისათვის სამართლებრივი ბერკეტი და თუ უნდა, რომ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგას  ქვეყანის კრიზისიდან გამოსაყვანად, მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკო მინაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები