spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანდრეი რუდენკო – ნატო-ს საქმიანობა ართულებს უსაფრთხოებას რეგიონში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მხარე დაინტერესებულია სამუშაოს გაგრძელებით.

 

მისივე თქმით, რუსული მხარე ამ პროცესში ყოველთვის კონსტრუქციულია.

 

“ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არის მოლაპარაკების სივრცე, რომელსაც აქვს სტაბილური ხასიათი. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელზეც უნდა გვემსჯელა. ყველა მხარე დაინტერესებულია ამ სამუშაოს გაგრძელებით, დაველოდოთ ახალ წინადადებებს, თუ ასეთები იქნება და კონსტრუქციულობას. ჩვენ თავად ყოველთვის კონსტრუქციულები ვართ. თქვენი პოზიცია ნატო-ს საქმიანობის შესახებ გასაგებია, ჩვენ კი ვთვლით, რომ ეს ართულებს უსაფრთხოებას რეგიონში და არ მოაქვს ის ნდობა, რომელიც ახლა საჭიროა ამ ძალიან მნიშნელოვანი ურთიერთობების ნორმალიზებისა და ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში სიტუაციის დასტაბილურებისთვის“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ.

 

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი გაიმართა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები