spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს ელჩმა უკრაინის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა 9 დეკემბერს  უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის რწმუნებათა სიგელები გადასცა. 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსინფორმაციით,  რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ელჩის ხანმოკლე საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული ურთიერთობები. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატში.

 

ამასთანავე, სტრატეგიული საბჭოს პირველი სხდომის ორგანიზაციისა და მომავალ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავის აღნიშვნის საკითხებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები