spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით ზალკალიანი – ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება

ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება,  –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლავროვის უწყების განცხადების კომენტირებისას განაცხადა.  

 

მისი განცხადებით, მიუღებელი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების – რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები“, გაუქმებას.

 

“ნატო უნიკალური ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნებულია პრინციპებზე და მისი წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით.

 

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი ნატო-ელი პარტნიორები. ამასთან, ის, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც ნატო-სკენ მიისწაფვის და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მისთვის ნატო-ს კარი ღიაა და ეს არის ნატო-სა და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი. ამ შემთხვევაში, საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

მისივე თქმით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ამ ვალდებულებაზე თავად რუსეთის ფედერაციასაც აქვს ხელი მოწერილი.

 

“საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თვითონ აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და ეს არის ის ვალდებულება, რომელზეც თავად რუსეთის ფედერაციას აქვს ხელი მოწერილი, მათ შორის ჰელსინკის დეკლარაციით, ასევე პარიზის გადაწყვეტილებით და ყველა დიდ საერთაშორისო შეთანხმებებში ამის შესახებ არის საუბარი. ასე რომ, ნატო-ს გადაწყვეტილება არის შეუქცევადი და ეს არის გასარკვევი მხოლოდ ნატო-სა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც მიისწრაფის ნატო-სკენ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები