spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე იოანე – ქალბატონმა თეამ ნახა, შეცდომები ხდება, მთავარია, გამოსწორება

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი აცხადებს, რომ კულტურის მინისტრმა ბაგრატის ტაძარში წყლის ჟონვასთან დაკავშირებით იცის. 

 

“ქალბატონი თეა ბრძანდებოდა, ნახა ეს კვალი, ჩვენც ვხედავთ და კიდევ კარგი, რომ ფრესკები არ არის. ეს საკითხი დაისვა, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო მოამზადებს მშენებლებსა და რესტავრატორებს, მხოლოდ ისინი დაიშვებიან მომავალში. შეცდომები ხდება, მაგრამ მთავარია, გამოსწორება შეცდომის”,- აცხადებს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი. 

 

სპეციალისტების თქმით, ისტორიულ ძეგლში უკვე 7 თვეზე მეტია, წყალი ჩადის და ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

 

ადგილობრივი აქტივისტების თქმით, ტაძარში წყალი სულ მცირე 10 ადგილიდან ჟონავს, სველია ფასადის ქვა და შიდა კედლები, რიგ შემთხვევაში, წყლის გაჟონვა ფუნდამენტსაც აღწევს. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები