spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ჩვენ გვინდა მარტივი რამ, სახელმწიფო დაუბრუნდეს ხალხს და ხალხის ინტერესი ასახოს ხელისუფლებამ

ჩვენ გვჯერა, რომ “კოალიცია ცვლილებებისთვის” მოიპოვებს გორელების ძალიან დიდ მხარდაჭერას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გორში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გორში გაიხსნა საარჩევნო შტაბი “კოალიცია ცვლილებებისთვის”, რომელიც იასპარეზებს ნომერი 4-ით. ჩვენ გვჯერა, რომ “კოალიცია ცვლილებებისთვის” მოიპოვებს გორელების ძალიან დიდ მხარდაჭერას, ვინაიდან, წელს აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობისა აცნობიერებს, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი.

ჩვენ ვიქნებით ყველგან, ყველა ქალაქში, დღეს შიდა ქართლში იხსნება ოთხივე რაიონულ ცენტრში ოფისი, ამ ოფისს არ უნდა ჰქონდეს და არ ექნება ტექნიკური დატვირთვა, ეს იქნება ოფისი, სადაც გადაწყდება ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის ბედი, ერთხელ და სამუდამოდ გორელებმა ამ შემთხვევაში, უნდა ირწმუნონ, რომ გორელების მიერ იქნება განსაზღვრული პოლიტიკა გორში. კი ბატონო, მნიშვნელოვანია დედაქალაქი, პოლიტიკური ცენტრია, მაგრამ გორელმა უნდა გადაწყვიტოს გორში ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

ჩვენ გვინდა მარტივი რამ – სახელმწიფო დაუბრუნდეს ხალხს და ხალხის ინტერესი ასახოს ხელისუფლებამ. გვინდა, მომავალი იყოს ევროპული და მთავრობა კოალიციური”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრის ელენე ხოშტარიას თქმით კი, საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებენ.

“ძალიან მიხარია, რომ ვარ თქვენთან ერთად კოალიციაში. ეს არ არის მარტივი, თქვენ ხშირად ხედავთ, მოკამათე და მოჩხუბარ ოპოზიციას. მე მიხარია, რომ აქ დღეს ვდგავართ ერთად. ასე ვიდგებით ზუსტად კოალიციაში, ასე დავაბრუნებთ საქართველოს ევროპულ გზაზე, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს მშვიდობას, განვითარებას. აქედან იწყება სწორედ, ჩვენი ქვეყნის წარმატება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები