spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკოლოზ ყიფშიძე – მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, დაემატა კუჭნაწლავის და ნეიროდეფიციტური პრობლემა, აქვს ანემია

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 

 

როგორც მან გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს დაემატა კუჭნაწლავისა და ნეიროდეფიციტური პრობლემა, ასევე, აქვს ანემია.

 

“პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საერთო სისუსტე გრძელდება, ასევე აღვნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს. პლუს ამას, დაემატა რამდენიმე ახალი რაღაც. პირველ რიგში, ეს არის კუჭნაწლავის პრობლემები, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარდა. უნდა დავაკვირდეთ, რა უნდა ვქნათ. მეორე, ეს არის ნეიროდეფიციტი. ეს, ჩემი აზრით, გამოხატულია და საჭიროებს კორეგირებას რაც შეიძლება სწრაფად. საჭიროა მულტიპროფილური ექიმების ერთად შეკრება, რომ გადავწყვიტოთ, რატომ მოხდა ეს. ასევე გამოკვეთილია ანემია, რომელიც მას აქამდე არ ჰქონდა. ანემიის ნიშნები ჰქონდა როდესაც  შიმშილობდა, მაგრამ მერე გამოსწორდა. ახლა ისევ დაიწყო ანემია.

 

ჩემი აზრით, არ არის ბოლომდე მკურნალობა ადეკვატური იმისა, რაც სჭირდება. მაგალითად, ეს არის დიაგნოსტიკა, პრეპარატები. პრეპარატებში უნდა მოხდეს კორეგირება, რადგან შესაძლოა, ერთი კვირის წინ ერთი პრეპარატი უნდა მიიღო, შემდეგ უნდა მიიღო სხვა პრეპარატები. საჭიროა თერაპიის კორეგირება, ახალი მედიკამენტების დამატება“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები