სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ ნატო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული რჩება.
“რუსეთს სურს უკრაინასა და საქართველოს უკარნახოს, თუ რა უნდა გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.
როგორც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული ვრჩებით“, – აცხადებს ხავიერ კოლომინა.