ზუსტად ამისთვის ჩამოდის, რომ აჩვენოს საზოგადოებას და ხელისუფლებას, რა არჩევანი არსებობს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.
“შაჰინი არის ინიციატორი სენატში ქართველი ხალხის აქტის, რომელიც ითვალისწინებს დიდ სანქციებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ან თუ დემოკრატიული გზა იქნება არჩეული საქართველოში, დიდი ბენეფიტების მიღებას.
ზუსტად ამისთვის ჩამოდის, რომ აჩვენოს საზოგადოებას და ხელისუფლებას, რა არჩევანი არსებობს. არსებობს ორი არჩევანი – სინათლე, დემოკრატია, ევროპა და არსებობს – უფსკრული და ავტორიტარიზმი, რაც არის “ქართული ოცნება”, – განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.
კონგრესმენი მაიკ ტერნერი და სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევიან.