spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს პოლიცია სხდომაზე არ უშვებს

ხმაური და დაძაბულობაა ქობულეთის საკრებულოში.  ოპოზიციის წევრები ადმინისტრაციულ შენობაში არიან და საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შესვლას და  საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, რის შესაძლებლობასაც მათ პოლიცია არ აძლევს. 

 

მათ კითხვები საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით მჭედლიშვილთან აქვთ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს “ნაციონალური მოძრაობიდან” ქობულეთის საკრებულოს წევრი იყო, თუმცა ახლა კი “ქართული ოცნებას” წარმოადგენს. 

 

ყოფილი თანაპარტიელები მას  მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკაშირებით პოზიციის დაფიქსირებას თხოვენ.

 

“დავით მჭედლიშვილი მილიონერი გახდა “ნაციონალური მოძრაობის” დროს. ის მივლინებებში დადიოდა ბატონ მიხეილ სააკაშვილთან და ლევან ვარშალომიძესთან ერთად ტექნიკუმი “ტალღის” საკითხების გადასაწყვეტად. მან გასცეს პასუხი მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა  პუტინის ტყვე”, – აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. 

 

ისინი  ასევე ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები